აზოვის პოლკის დამფუძნებელი, გიორგი ქუფარაშვილი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ “მთავარი არხის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გიორგი რურუამ აზოველებს საჩუქარი გაუგზავნა.
ქუფარაშვილი მადლობას უხდის ყველა ადამიანს, ვინც მათ მხარს უჭერს.
“ორი დღის უკან აი როგორი საჩუქარი გამოგვიგზავნა აზოველებს ჩვენმა მეგობარმა, გიორგი რურუამ და კიდე სხვა მრავალი საჩუქრები ბიჭებს. დიდი მადლობა ყველას სახელით იმ დიდი მხარდაჭერისათვის და გვერდში დგომისთვის”- წერს გიორგი ქუფარაშვილი