”ენერგო პრო ჯორჯიამ ოზურგეთში ხუთი მეტრის თხრილი გათხარა, შემდეგ კი მაცხოვრებლებს დაუტოვა საპატრონოდ”

ოზურგეთელი კონსტანტინე შავიშვილი სოციალურ ქსელში ენერგო პრო ჯორჯიას სარემონტო სამუშაოების შესახებ წერს. როგორც პოსტშია ნათქვამი, კომპანიის სარემონტო ბრიგადამ გრიბოედოვის ჩიხში ხუთი მეტრის თხრილი გათხარა და გადათხრილი დატოვა:

”მ ო შ ვ ე ბ უ ლ ი პასუხისმგებლობა.. ენერგპროჯორჯიას სარემონტო ბრიგადამ,ოზურგეთში, გრიბოედოვის ქ. ჩიხში,ხუთი მეტრის თხრილი გათხარა; შემდეგ როგორც ხდება,მიწის დიდი მასა და ახლადდაგებული ასფალტის ნატეხები,ჩიხის მცხოვრებლებს დაუტოვეა საპატრონოდ! ენერგოპროჯორჯიას დაუკავშირდნენ და  ცხელი ხაზით თხოვეს ამ საკითხის მოგვარება, მაგრამ ამაოდ .არ ეკადრება ევროპულ კომპანიიას(ჩეხებისაა)ასეთი დაკიდება.არ მ ო გ ვ ა რ დ ე ბ ა ეს საკითხი ამ კვირაში და ვუგზავნი პრეტენზიას ჩეხ მფლობელს,ბატონ თესარს! ” – წერს შავიშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share