“ჩვენ ვიმეორებთ იგივეს, რასაც ვამბობდით ბარიერთან დაკავშირებით, რომ დაბალი ბარიერი კი არ არის გარანტი დეპოლარიზაციის, არამედ პირიქით, დეპოლარიზაციაა ჯერ საჭირო იმისთვის, რომ დაბალმა ბარიერმა იმუშაოს იმ კუთხით, რომ პლურალიზმი უზრუნველყოს… 2020 წელს 1%-იანი ბარიერი იყო, რამაც ჩვენ ვნახეთ, რა მოგვცა საბოლოო ჯამში. მოგვცა არა მრავალფეროვანი პარლამენტი მის დასაწყისში, არა პლურალისტური პარლამენტი, არამედ მოგვცა ნაციონალური მოძრაობა მრავალი სახით, რომელიც იყო სინამდვილეში ერთი მთლიანი, მოქმედებდა ერთი ტაქტიკით, ერთ კალაპოტში იყო ჩამჯდარი და საბოლოო ჯამში, ნაცვლად პლურალიზმისა, 1%-იანი ბარიერის პირობებში მივიღეთ “ნაციონალური მოძრაობა” მრავალი სახით. რატომ კანდიდატის სტატუსი და შემდეგ 2%-იანი ბარიერი? კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკვე გულისხმობს ამავე დროს, რომ ის პუნქტები შესრულდა, მათ შორის კონსტრუქციული დიალოგის კუთხით და მათ შორის, ამის შედეგი იქნება ის, რომ რადიკალური დღის წესრიგი გადავა მეორე პლანზე.
თქვა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.