პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი სოციალურ ქსელში გურიაში უცნაური საფლავის ქვის შესახებ წერს:
”ფანტასტიკური საფლავის ქვა გურიიდან
წარწერა ოლღა მოდისტკას საფლავის ქვაზე.
(მე მოდნიცად მოვნათლე, რადგან ვფიქრობ,
რომ ეს გურული კუტურიე თავადაც გემოვნებით
იმოსებოდა და ხალისიანი ქალიც გახლდათ).
საფლავის ქვაზე გამოკვეთილია საკერავი
მანქანა და გიტარა. ჩვენი ოლღა, ეტყობა, კარგად
კერავდა და, მოცალეობის ჟამს, ალბათ, გიტარაზე
უკრავდა. ჩვენი მოდნიცა-მოდისტკა 1922 წელს
გარდაცვლილა. მეხუთე სიტყვა ვერ ამოვიკითხე
და თუ ვინმე შეძლებს წაკითხვას, გამახარებს
საკერავი მანქანა, ალბათ, ზინგერია.
მე თუ მკითხავთ, ეს საფლავის ქვა სამუზეუმო
ექსპონატია. უფალმა აცხონოს ოლღა!
და, ამ ქვის შემქმნელიც აცხონოს უფალმა!
აი, ასე! სამოსის მხატვარ-მოდელიერი ოლღა!
მოკლედ, რას არ გადააწყდები ინტერნეტში
P.S. მეხუთე სიტყვა ამოიცნო ნონა ნაჭყებია-
კონსტანტინიდმა. მოკლედ, საფლავზე ასეთი
წარწერაა: ,,ოლღა. მოდისკა. იყავი. და.
გეძღვნება. შენ.
ქალბატონმა ნანა კურტანიძემ კი ასეთი ვერსია
მომაწოდა: გესაჭიროება წერიაო.
სავსებით შესაძლებელია.” – წერს თინათინ მღვდლიაშვილი.