სამსჯელო რაზმები მოქმედებენ გაღატაკებულ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი კრილოვის რაზმი, აი რამდენიმე მაგალითი:
.
სოფელ აკეთში რამდენიმე კაზაკი შევიდა გურულთან; ჰქონდა თუ არა სურვილი მასპინძელს ვალდებული იყო გამასპინძლებოდა. იმ დროს როდესაც მასპინძელი ხელმეორედ გავიდა ღვინის მოსატანად „სტუმრები“ ეცნენ მის ცოლს და დაუპირეს გაუპატიურება. დაიწყო თავგანწირული ბრძოლა კაზაკებს და ქალს შორის, ამ დროს სახლში შემობრუნდა გურული, რომელმაც გაცოფებულმა აიღო ნაჯახი და ეცა მარბიელებს. ხმაურზე გურულის დასახმარებლად მოცვდნენ მეზობლები, გურულებმა კაზაკები გვარიანად სცემეს, ერთი მათგანი კი დაჭრეს.
.
ნაცემმა კაზაკებმა კრილოვთან იჩივლეს, რომელმაც უპასუხა: „რაც გინდათ ის გააკეთეთ“. იმავე დღეს გურული და მისი მეზობლები დააპატიმრეს, სოფელი კი ცეცხლს მისცეს. პირველი დაწვეს კაზაკების მასპინძელი გურულის სახლი, მთლიანობაში კი აკეთში კაზაკებმა გადაწვეს 40 სახლი. ამასთანავე დაწვეს ყველა სასიმინდე სიმინდთან ერთად.
.
კაზაკების და ჯარისკაცების მცირე რაზმი შევიდა სოფელ აცანაში, მათი მიზანი გახლდათ რევოლუციონერების „დასჯა“, რაზმმა დაიწყო სახლებისათვის ცეცხლის წაკიდება, ერთ სახლში იწვა ავადმყოფი მოხუცი ცოლქმარი, მათმა ერთადერთმა შვილიშვილმა 15 წლის გოგონამ ძვლივს გამოიყვანა მოხუცები სახლიდან და ცდილობდა ცეცხლმოკიდებული სახლიდან ნივთების გამოტანას, ამ დროს ხუთი კაზაკი ეცა ბავშვს და გააუპატიურეს ავადმოფი მოხუცების თვალწინ. ამის შემდეგ გაუბედურებულმა გოგონამ რამდენერმე სცადა თავის მოკვლა, მაგრამ მეზობლები არ ტოვებდნენ და დარაჯობდნენ თავი რომ არ მოეკლა.
.
აცანაში დაწვეს ოცდაათამდე სახლი, ასევე დაწვეს ყველა სასმინდე სიმინდთან ერთად, მოსახლეობა კი მთლიანად გაძარცვეს.
.
ჩოხატაურში დაწვეს 20 სახლი, ცეცხლს გადარჩენილი სახლები კი მთლიანად გაძარცვეს.
.
ლანჩხუთის მოსახლეობის სახლებს წვავენ და აოხრებენ, ამ სოფლის მოსახლეობა უმძიმეს პირობებშია. საქმე იმაშია, რომ ახლახანს ციხიდან გაიქცა კრილოვის მიერ დატყვევებული გურული გვარად წილოსანი, კრილოვმა ბრძანა მისი სახლის დაწვა და სოფელს მოთხოვა მისი გადაცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრა, რომ სოფელს მთლიანად გაანადგურებდა. „ჩვენ რა შუაში ვართ, მთავრობამ მის დაჭერილ კაცს ვერ მიხედა“ ამბობდა გაკვირვებული მოსახლეობა.
.
მთლიანობაში გურიის „დამშვიდებას“ თანსდევს ასეთი დაუჯერებელი ფაქტები, რომლებიც იძლევა იმის თქმის უფლებას, რომ ქვეყნის „დამშვიდება“ ისე ხორციელდება, როგორც ძველი დროის შემოსევებისას ხდებოდა.
.
ფიზიკურად მაინც კლავდნენ ხალხს, კლავენ ზნეობრივად, აღვივებენ რა ხალში შურისძიების დაუოკებელ წყურვილს. აი ამას მიაღწიეს დღევანდელმა „გამარჯვებულებმა“.
.
გაზეთი – „Речь“ 25.03.1906
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა