12 -13 ივლისს ქ. ბათუმში მკლავჭიდში აჭარის თასზე ღია ჩემპიონატი გაიმართა.
სპორტულ ასპარეზობაში მონაწილეობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა მკლავჭიდის სექციის სპორტსმენებმა მიიღეს და შეჯიბრზე კარგი შედეგი აჩვენეს.
ოზურგეთელი მკლავჭიდელები ასპარეზობისთვის მოამზადეს მწვრთნელებმა : გიორგი რუსიეშვილმა, ზურაბ ბურჭულაძემ, ილია ჟვანიამ.










