მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში შემოქმედებითი სახელოსნოს GURIAN-ART წევრთა და მოწვეულ მხატვართა დაზგური გრაფიკისა და ბეჭდური მხატვრობის გამოფენა გაიმართა, რომელსაც გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი , ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართველი და უცხოელი მხატვრების ნამუშევრები.
გამოფენა პროექტის ,,შემოქმედებითი მივლინება ოზურგეთში“ ფარგლებში მოეწყო.