ევროკავშირი სანქცირებულთა სიაში რუსეთის უმსხვილეს ბანკს, “სბერბანკს” შეიყვანს. შედეგად ბანკის აქტივები დასავლეთში მთლიანად გაიყინება და ტრანზაქციების შესრულება შეუძლებელი გახდება.
რუსეთის უმსხვილესი ბანკი უკვე გათიშულია “სვიფტიდან” და საბანკო გზავნილების სისტემიდან, რაც ამ ორგანიზაციისთვის ბიზნესის კეთებას ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის.
სულ სანქცირებულთა ახალ სიაში 48 ფიზიკური პირი და 9 ორგანიზაციაა შესული. მათ შორის არიან პუტინთან დაახლოებული ბაიკერთა კლუბის, “ღამის მგლების” ლიდერები, რომლებიც უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიას ღიად უჭერენ მხარს.