თუმცა, ბოლო დროს საქართველოს მაღალჩინოსანთა ნაწილის რიტორიკა საქართველოს მოსახლეობის ამ მიზნიდან ჩამოშორებას ისახავს მიზნად. ელჩი დეგნანი და მისი გუნდი ამერიკის საელჩოში, თბილისში, მზად არიან ითანამშრომლონ მოსახლეობასთან, მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად.
ელჩ დეგანანს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმები ელჩ დეგნანსა და მის გუნდზე არ შეესაბამება იმ ფორმებს, თუ როგორ ურთიერთობენ ჩვენი პარტნიორები. ჩვენ ვაგრძელებთ საერთო მიზნების მხარდაჭერას.
ჩვენ 30 წლის განმავლობაში დემოკრატიულ რეფორმებზე, ეკონომიკის განვითარებასა და უსაფრთხოების კოოპერაციაზე მხარდამხარ ვთანამშრომლობთ. ეს შეუცვლელი რჩება. დღეს შეერთებული შტატები თანამშრომლობს ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან უკრაინაში პუტინის ომის დასასრულებლად და მთელი რეგიონისთვის უსაფრთხო მომავლის რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველსაყოფად.
შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, მის ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს და ჩვენ განვაგრძობთ მშვიდობიანი ძალისხმევის მხარდაჭერას, რათა დასრულდეს რუსეთის მხრიდან საქართველოს 20%-ს ოკუპაცია.