ახალციხეში 63 წლის კაცს ყირიმ-კონგო დაუდასტურდა

ახალციხის მუნიციპალიტეტში ყირიმ-კონგოს ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადება  სოფელ ფერსაში 63 წლის კაცს დაუდასტურდა, – ამის შესახებ ამის შესახებ ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

“ყირიმ–კონგო, სოფელ ფერსაში 1959 წელს დაბადებულ კაცს გამოუვლინდა.” – წერს გამოცემა.

გამოცემის ცნობით, რეგიონში ყირიმ–კონგოს 32 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, რომელიც მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე ნაწილდება

  • ახალციხის მუნიციპალიტეტი – 16 შემთხვევა;
  • ადიგენის მუნიციპალიტეტი – 10 შემთხვევა;
  • ასპინძის მუნიციპალიტეტი – 6 შემთხვევა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share