როგორ გახდა ჩოხატაურის ვიცე მერი ადგილობრივი “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი მაია კუტუბიძე?
როგორც ტვ “პირველის” გამმომძიებელმა ჟურნალისტებმა დაამტკიცეს, ეს “ქართული ოცნების” ერთ ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძისათვის კურორტ ბახმაროში ჩუქებული მიწის სანაცვლოდ მოხდა.
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, 2021 წლის 18 ივნისს, მამუკა მდინარაძის სიმამრის, გულივერ კუნჭულიას სახელზე მიწა გადაფორმდა ბახმაროში. საჯარო რეესტრის სააგენტოს მონაცემებით, ბახმაროში სადაც ერთი კვადრატული მიწის კომერციული ფართი 300 დოლარია გულივერ კუნჭულიამ ტერიტორია 50 დოლარად შეიძინა.
მდინარაძის სიმამრი ამბობს, რომ ბახმაროში მან წინაპრების დატოვებული ფართი დაიკანონა, თუმცა გამომძიებელი ჟურნალისტების ინტერესის საგანი, ტყის პირას მის სახელზე გადაფორმებული ახალი მიწის ნაკვეთა, საჯარო რეესტრის მონაცემებით, მიწა, რომელიც სახელმწიფო საკუთრება იყო 2021 წლის 27 მაისს სახელმწიფომ დავით კუტუბიძეს გადასცა, კუტუბიძემ კი 20 დღეში ტერიტორია მამუკა მდინარაძის სიმამრს გადაუფორმა.
კუტუბიძე, ჩოხატაურის ვიცე-მერის ძმაა. მაია კუტუბიძე ამ თანამდებობაზე 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მიწის გადაცემიდან დაახლოებით სამ თვეში დაინიშნა, მანამდე ის ოპოზიციური პოლიტიკურ პარტიის “პატრიოტთა ალიანსის” ადგილობრივი ლიდერი იყო.