გამოქვეყნდა მილიარდერ ქალთა სია, ვინც ქონება საკუთარი შრომით დააგროვეს

Forbes-მა ცოტა ხნის წინ იმ მილიარდერი ქალების სია გამოაქვეყნა, რომლებმაც ქონება საკუთარი შრომით დააგროვეს. სიაში 21-ე ადგილს მომღერალი რიანა იკავებს და ასაკის მიხედვით, ის ყველაზე ახალგაზრდა ქალია, რომელმაც ქონება თავად დააგროვა და უკვე თანხა ერთ მილიარდ დოლარს აღემატება.

გამოცემის მიხედვით, რიანას ქონება ამ ეტაპზე 1,4 მილიარდი დოლარია და მისი ძირითადი შემოსავალი კოსმეტიკური ხაზის, Fenty Beauty-ის გაყიდვებზე მოდის.

მილიარდერთა რიგებში, ასევე, არც თუ ისე დიდი ხანია გამოჩნდა ყველასთვის ცნობილი სამი ლამაზმანი.

ესენია- ლედი გაგა, ჯენიფერ ლოპესი და კაილი ჯენერი.

მილიონერთა შორის, უხუცესია 94 წლის ალის შვარცი.

https://primetime.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share