პუტინი მილიარდი დოლარის ღირებულების თვითმფრინავების კოლექციას ფლობს, რომელიც 58 თვითმფრინავისგან და ვერტმფრენისგან შედგება. ინფორმაციას TheRichest.com ავრცელებს.
პორტალის მონაცემებით, პუტინი ფარულად მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანია, რომლის ქონებაც შესაძლოა, 200 მლრდ დოლარს შეადგენდეს. მართალია, ქაღალდზე ის ამტკიცებს, რომ მოკრძალებულ შემოსავალს, წელიწადში მხოლოდ 140 000 დოლარს იღებს და 800 კვადრატული მეტრის ბინისა და სამი მანქანის გარდა, არაფერი აქვს, თუმცა მოპოვებული მასალების მიხედვით, ის შავი ზღვის სანაპიროზე 1,4 მლრდ დოლარის სასახლეს და კიდევ 19 სახლს, ასევე, უიშვიათესი ეგზემპლარებით, ძვირადღირებული საათების კოლექციას ფლობს.
ამასთან, პუტინი ფლობს 100 მლნ დოლარის ღირებულების მეგაიახტას და 700 ავტომობილისგან შემდგარ პარკს, თუმცა, TheRichest.com-ის შეფასებით, პუტინის „ტორტის გემრიელი ნაჭერი“ მისი მილიარდი დოლარის ღირებულების თვითმფრინავების კოლექციაა.
- Airbus ACJ319 – 75 მლნ დოლარი. ეს მოკლედისტანციური ფრენების ერთ-ერთი უახლესი მოდელია. თვითმფრინავი 19 მგზავრს იტევს. მოდერნიზებულია 2018 წელს. აქვს მთავარი საძინებელი დიდი ზომის საწოლით, VIP აბაზანა და საშხაპე. სტრიმინგ სერვისებისა და ვიდეოკონფერენციის მოწყობილობებთან ერთად, თვითმფრინავს უწყვეტი ფრენის დიაპაზონი 10 საათის განმავლობაში აქვს.
- Tupolev Tu-154 – 45 მლნ დოლარი. ტუპოლევის მიერ წარმოებული სამძრავიანი მძლავრი საშუალო თვითმფრინავი. ცაში პირველად 1968 წელს აფრინდა. მისი ექსპორტის შემდეგ, 1990-იანი წლების დასაწყისსა და 2000-იანი წლების შუა პერიოდში მსოფლიო ლიდერებს შორის მეტად პოპულარული თვითმფრინავი იყო. ის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი სამოქალაქო თვითმფრინავია, რომელიც 116-ზე მეტ მგზავრს იტევს. დღემდე სულ 64 თვითმფრინავი არის აგებული, საიდანაც 8-ს პუტინი ფლობს. მოდელის წარმოება 2010 წელს შეწყდა.
- Tupolev Tu-204-300a – 47 მლნ დოლარი. შორი დისტანციის ვერსია მოკლე ფიუზელაჟით. აქვს მოკლე ფრთები და უფრო მაღალი საკრუიზო სიჩქარე. ტუპოლევის ეს თვითმფრინავი Boeing 757-ისა და Airbus A321-ის მსგავსია, რომელიც 200 მგზავრს იტევს.
- Mi-8 – 17 მლნ დოლარის შვეულმფრენი, რომელსაც მთელ მსოფლიოში სამხედრო საჰაერო ძალების 50-ზე მეტი სამსახური იყენებს. პუტინი 15 ასეთ ორძრავიან შვეულმფრენს ფლობს, რომლებსაც სამხედრო და სამოქალაქო სამსახურისთვის იყენებენ. ვერტმფრენში ერთდროულად ოცდაათი ჯარისკაცი ან 12 საკაცე შეიძლება მოთავსდეს.
- Ilyushin IL-62 – 50 მლნ დოლარი. პუტინი ერთს ან ორს კი არა, ხუთ ასეთ თვითმფრინავს ფლობს, რომელიც დღემდე რუსეთის ერთ-ერთ საუკეთესო საავიაციო ქმნილებად რჩება. თვითმფრინავი ჰაერში პირველად 1963 წელს აფრინდა და აქტიურად გამოიყენებოდა. ის ერთდროულად 198 მგზავრს იტევს, თუმცა, ასევე, 86 მგზავრისთვის ძვირადღირებული კონფიგურაცია აქვს. პუტინის ეს თვითმფრინავები ნეიტრალური ფერების ტყავის ინტერიერით გმოირჩვა.
- Dassault Falcon 7X – 54 მლნ დოლარი. ეს კომპანია Dassault-ის მიერ შექმნილი ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესჯეტია და ინჟინერიის მოწინავე გადაწყვეტად ითვლება, რასაც ბევრმა მწარმოებელმა ვერ მიაღწია. ბიზნესჯეტი 41-ზე მეტ ქვეყანაში დაფრინავს და 12-16 მგზავრს იტევს. ინტერიერი სამი დარბაზს სულ 28 დიდი ფანჯრით მოიცავს. გარდა ამისა, მასზე არის მრავალი გასართობი საშუალება და სამუშაოს შორის დასასვენებელი ლუქს საძინებელი საშხაპეებით.
- Ilyushin Il-18 – 18 მლნ დოლარი. ეს ტურბო-პოლიციური თვითმფრინავია, რომელიც პირველად 1957 წელს აფრინდა. მას თავისი დროის ყველაზე გამძლე თვითმფრინავი უწოდეს, რომელიც 120 მგზავრსა და ეკიპაჟის ცხრა წევრს იტევს. სულ აგებულია მხოლოდ 334 ერთეული, საიდანაც ერთი პუტინს ეკუთვნის. თვითმფრინავს თავისი გამძლეობით ბევრი რეკორდი აქვს მოხსნილი, მათ შორის არის 45 000 ფრენის საათი. ის სამოქალაქო და სამხედრო გამოყენებისთვის ექსპლუატაციში რჩება.
- Yakovlev Yak-40 – 2,5 მლნ დოლარი. ეს საბჭოთა ეპოქის სამძრავიანი კერძო თვითმფრინავია, რომელიც ერთდროულად, დაახლოებით, 120 მგზავრს იტევს. მისი წარმოება 1966 წელს დაიწყო და დღემდე მხოლოდ 1011 კერძო თვითმფრინავი არის გამოშვებული. მათ შორის არის პუტინის კუთვნილი თვითმფრინავიც. Yak-40 პირველი სერიული მოდელია და რეაქტიული თვითმფრინავის ოცზე მეტი ვარიანტით არის დაპროექტებული. თუმცა ამჟამად რუსეთსა და ცენტრალური აზიის რეგიონებში ექსპლუატაციაში მხოლოდ 19 თვითმფრინავია.
TheRichest.com-ის მონაცემებით, პუტინი თავისი თვითმფრინავების ინტერიერის შემუშავებასა და მოდერნიზებაზე მილიონობით დოლარს ხარჯავს.