გავრცელებული ინფორმაციით გურიას ახალი გუბერნატორი ეყოლება

“გურიის მოამბეს” ინფორმაციით გურიას ახალი გუბერნატორი ეყოლება.

ამის შესახებ რედაქციას ინფორმაცია ქვეყნის პრემიერ მინისტრის აპარატიდან მიაწოდეს.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კანდიდატურების შერჩევა.

წყარო ვერ ასახელებს ზუსტ მიზეზს, თუ რატომ უნდა მოხდეს მოქმედი გუბერნატორის ჩანაცვლება, თუმცა ერთ ერთი ვერსიით, მისი, ძმებ თალაკვაძეებსა და მაჟორიტარ დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძეზე დამოკიდებულება სახელდება.

ვრცელდება ხმები, რომ ქვეყნის არაფორმალური მმართველი, ექსპრემიერი ივანიშვილი, მოქმედ პარლამენტართა გარკვეული ჯგუფის მიმართ იმედგაცრუებულია, მათ შორის კი ერთ ერთი პირველი არჩილ თალაკვაძეა, ვასილ ჩიგოგიძე კი თალაკვაძის “აღმოჩენა” და მისი “ფულის ტომარაა”.

“სწორედ ამ მოსალოდნელი ცვლილებების გამო დატოვა თანამდებობა მხარის ვიცე გუბერნატორმა ჯაფარიძემ” გვეუბნება წყარო.

ოზურგეთში ამაზე მაშინ ალაპარაკდნენ, როცა გურიის ადმინისტრაციულ ცენტრს ივანიშვილთან დაახლოებული რჟისორი რობერტ სტურუა სტუმრობდა.

ნოდარ დუმბაძის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში “მაესტრო” ოზურგეთში რამდენიმე დღე იმყოფებოდა.

როგორც სასტუმრო “პლაზას” ერთ ერთმა თანამშრომელმა გვითხრა, ერთ საღამოს, სასტუმრო ოზურგეთი “პლაზას” საბანკეტო დარბაზში, ვახშამზე, რობერტ სტურუა, მოურიდებლად დაესხა თავს ძმებ თალაკვაძეებსა და ვასილ ჩიგოგიძეს და სამთავეს “ოცნების სირცხვილი” ეძახა.

როგორც ჩვენ ერთერთი თვითმხილველი გვიმტკიცებს – სტურუას აღშფოთება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ დეპუტატებმა, რომლებიც “ბიძინას ვალში არიან” ამ უკანასკნელის დაცვა ევროპარლამენტარებისაგან ვერ შეძლეს.

წყარო გვიმტკიცებს, რომ გუბერნატორის მოსალოდნელი ცვლილება, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობაზეც აისახებადა შესაძლოა საკადრო ცვლილებები მეორე რგოლმაც განიცადოს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share