შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. აბიტურიენტებმა ჩაბარებული გამოცდების შედეგებს იგებენ. ამ ფაქტს ეხმაურება ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი ირმა მგელაძე და სოციალურ ქსელში მისაღები გამოცდების რეფორმის მნიშვნელობის შესახებ წერს:
”წამოვიდა აბიტურიენტების ქულები და რამდენი ემოცია და მოლოდინი ახლავს ამ პროცესს…
წარმოიდგინეთ ბავშვებო, ამ დროს ველოდით ჩვენც, თუმცა აღმოჩნდებოდა ხოლმე, რომ ზოგ ფრიადოსანს თითო ქულა აკლდებოდა, ხოლო ჩვენს გვერდით, მუდმივად “რადიატორთან მჯდომი”, მაგრამ ფულიანი მამიკოების შვილები სულ ახერხებდნენ პირველივე წელს მოწყობას, ხოლო უმაღლესი სასწავლებლებლის მისაღები კომისიის წევრები მანქანებს და აგარაკებს ყიდულობდნენ… აი ეს შეცვალა მიშამ!