მთავრობა სოციალური დახმარების ახალ ეტაპს იწყებს. იანვრიდან 65 000-დან და 100 000-მდე ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ყველა ოჯახს ექვსი თვის განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან დახმარების სახით ექნება 100 ლარი. ყოველთვიურად 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ ექვსი თვის განმავლობაში მიიღებენ ისინიც, ვისაც ჰყავთ 16 წლამდე ასაკის სამი შვილი.
ასევე, 100-ლარიან დახმარებას ექნებათ მკვეთრად გამოხატული სტატუსის მქონე შშმ პირები 18 წლამდე. ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
ასე რომ, იანვრიდან არასრულწლოვნებისთვის, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიებს მიეკუთვნებიან 100-ლარიანი დახმარების გაცემა იწყება.