მაიმუნის ყვავილის ადამიანიდან ძაღლზე გადადების პირველი შემთხვევა დადასტურდა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მაიმუნის ყვავილის ადამიანიდან ძაღლზე გადადების პირველი შემთხვევა დადასტურდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ძაღლს მაიმუნის ყვავილი ინფიცირებული პატრონების გადაედო.

”ეს არის ადამიანიდან ცხოველზე გადაცემის პირველი შემთხვევა”. – თქვა ჯანმოს წარმომადგენელმა.

ამასთან ერთად, ჯანდაცვის ექსპერტების თქმით, არ არსებობს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ძაღლებს ვირუსის გავრცელება სხვა ძაღლებსა ან ადამიანებზე შეუძლიათ.

მსოფლიოში მაიმუნის ყვავილის დაახლოებით 35 000-მდე შემთხვევაა გამოვლენილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share