ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი დავით მჯავანაძე სოციალურ ქსელში ქობულეთის სანაპირო ზოლზე არსებული ანტისანიტარიის შესახებ წერს:
“ქობულეთში ვარ, მშვენიერი ამინდია, ულამაზესი ბუნება და არც ტურისტების ნაკლებობას განიცდის აქაურობა. ამ ყველაფერს გადავსებული ნაგვის ურნები აფუჭებს, გადის ცოტა ხანი და რას ვხედავ, მოდის დასუფთავების მანქანა გადმოვიდა მძღოლი და ხელით აგროვებს მიწაზე დაყრილ ნაგავს ისვრის ავტომობილის საბარგულზე მერე წყნარად ჯდება ავტომობილში , ჩვენ გვიტოვებს გადავსებულ ურნას და თვითონ აგრძელებს გზას.
ქობულეთის მერია / Kobuleti City Hall თქვენ მართლა ხომ არ აძანძურებთ???
სანაპირო ზოლზე რას ჰგავს ეს ანტისანიტარია ან კიდე ვის გაუგია ნარჩენების ხელით შეგროვება???” – წერს მჟავანაძე.