დღეიდან თბილისში ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია “დიდება უკრაინას!” იწყება.
კონფერენციისთვის ქვეყანაში ევროპელი და ამერიკელი დიპლომატები ჩამოვიდნენ, მათთან ერთად კონფერენციაში მონაწილობას ქართველი პოლიტიკოსები, არასამთავრობო სექტორი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ.
კონფერენციის მიზანი საქართველოსთვის მსოფლიო და ტრანსატლანტიკურ დღის წესრიგში პრიორიტეტული ადგილის შენარჩუნება, დემოკრატიული პროგრესის და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშეწყობაა.
კონფერენციის ფარგლებში დისკუსია მოეწყობა, სადაც რუსული აგრესიის შედეგებზე იმსჯელებენ.
მანამდე კი უცხოელმა პოლიტიკოსებმა სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზი მოინახულეს და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.