ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის 44 მოქალაქეს, მათ შორის ჩეჩნეთის ხელმძღვანელს რამზან კადიროვსა და მის ოჯახს სანქციები დაუწესა – ინფორმაცია რუსულმა interfax– მა გამოაქვეყნა.
ცნობები ვრცელდება უკარინული მედიის Telegram-ის არხებშიც.
გამოცემის ცნობით, სანქციების სიაში მოხვდა 32 რუსული ორგანიზაციაც.
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კადიროვის ზოგიერთი ნათესავი, კერძოდ, მისი მეუღლე მედნი, ქალიშვილები კარინა, ტაბარიკი და აიშატი, რომელიც იკავებს კულტურის მინისტრის პოსტს, ასევე, დაექვემდებარა სანქციებს.
BBC წერს, რომ თავად კადიროვი და მისი ოფიციალური მეუღლე მედნი უკვე იმყოფებოდნენ აშშ-ს სანქციების ქვეშ 2020 წლის დეკემბრიდან. ახალი სანქციები ნიშნავს არა მხოლოდ შესვლის აკრძალვას, არამედ აქტივების ჩამორთმევას.