რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, რომელმაც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, განაცხადა, რომ დასავლეთი დსთ-ს სივრცის ქვეყნებში კონფლიქტების პროვოცირებას ცდილობს, რათა მოაწყოს ფერადი რევოლუციები და ხოცვა-ჟტლეტა.
პუტინის მტკიცებით, დასავლეთი ამას იმიტომ აკეთებს, რომ არ მოხდეს უფრო “სამართლიანი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბება”.
“ჩვენი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეები, ჩვენი ოპონენტები, როგორც ახლახანს ვთქვით, თავიანთი მიზნების შესაბამისად, მზად არიან დარტყმა მიაყენონ ყველას, ნებისმიერს, ნებისმიერ ქვეყანას, გადააქციონ ის კრიზისის ეპიცენტრად, მოაწყონ ფერადი რევოლუცია და გააჩაღონ სისხლიანი ხოცვა-ჟლეტა. ეს ყველაფერი არაერთხელ გვინახავს, ეს კეთდება იმისთვის, რომ არ მოხდეს უფრო სამართლიანი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბება. დასავლეთი ცდილობს აღადგინოს ძველი კონფლიქტები, შექმნას ახალი პრობლემები და კრიზისები. ერთპოლარული ჰეგემონია უმოწყალოდ იშლება. ეს არის ობიექტური რეალობა, რომეთან შეგუებაზე დასავლეთი კატეგორიულად უარს ამბობს”, – თქვა პუტინმა.
ცნობისთვის, პუტინი თავად არღვევს “მსოფლიო წესრიგს”. მან დღეს ხელი უნდა მოაწეროს უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიას.