ჩეჩნეთის მეთაური, რამზან კადიროვი ლიმანში რუსული არმიის წარუმატებლობას ეხმაურება.
ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა ლიმანში წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობა გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრ ლაპინს დააკისრა.
„ამ ტერიტორიის დაცვას ხელმძღვანელობდა ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე ლაპინი, რომელმაც მიიღო რუსეთის გმირის ვარსკვლავი ლისიჩანსკის აღებისთვის. ლაპინის მეთაურობის ქვეშ მოექცნენ დასავლეთის სამხედრო ოლქის ჯარებიც“, – წერს კადიროვი.
მისი თქმით, ამ მონაკვეთის დაცვას ხელმძღვანელობდა ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე ლაპინი. ლუგანსკიდან მობილიზებული მებრძოლები, ლიმანის მიმართულებით ყველა საზღვარზე გაგზავნა, მაგრამ არ მიაწოდა მათ საჭირო კომუნიკაციები და საბრძოლო მასალა.
“ლაპინმა გადაიტანა თავისი შტაბი ლუგანსკში. ელემენტარული სამხედრო ლოგისტიკის არარსებობის გამო, დღეს ჩვენ დავტოვეთ რამდენიმე დასახლებული პუნქტი და დიდი ტერიტორია. ლაპინი უვარგისია, მას ხელს აფარებენ გენერალური შტაბის ხელმძღვანელები. ჩემი ნება რომ იყოს, ლაპინს ჩამოვართმევდი ჯილდოებს და გავაგზავნიდი ფრონტის ხაზზე ავტომატით ხელში, რათა სირცხვილი სისხლით ჩამოირეცხოს“, – აცხადებს კადიროვი.