პოლიტიკოსი, გივი თარგამაძე უკრაინაში დღეს მომხდარ აფეთქებებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
“კიევის ცენტრი, მთელი უკრაინა ლვოვიდან ზაპოროჟიემდე, ტერნოპოლიდან დნეპრამდე, ჟიტომირი, ხმელნიცკი, ნიკოლაევი, ოდესა – მოკლედ, მთელი ქვეყანა უსასტიკესი სარაკეტო თავდასხმის ქვეშაა, ურტყავენ 12 აეროპორტიდან, ასტრახანის ციდან ТУ95-ბიდან, ყველაფრიდან, რაც აქვთ. ურტყავენ პირდაპირ სამოქალაქო ცენტრებს, მშვიდობიან ადამიანებს. შურისძიება ხიდისთვის. დაბადების დღისთვის. რას იზავ, ასეთია ფასი. უკრაინა გაუძლებს, უკრაინა გაიმარჯვებს!Тримайся Україно”, – წერს თარგამაძე.