„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო სისტემაში ცვლილებები 12 პუნქტის შემადგენელი ნაწილი არ არის.
კობახიძის თქმითვე, თუკი, ისინი ოპოზიციის მხრიდან პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას დაინახავენ, საარჩევნო სისტემის ცვლილებებს სავარაუდოდ, მომავალ წელს მიუბრუნდებიან.
„ამ შემთხვევაში ჩვენ ვალდებულება არ გვაქვს, ეს არ არის 12 პუნქტის შემადგენელი ნაწილი, გაუქმებულია, ანულირებულია გასულ საუკუნეში. ეს არ არის 12 პუნქტის შემადგენელი ნაწილი, აქედან გამომდინარე, არავითარი ვალდებულება არ არსებობს. ჩვენ ვთქვით, რომ წელს ეს კანონპროექტი არ განიხილება, თუ დავინახავთ ოპოზიციის მხრიდან მზაობას, რომ პოლარიზაციის ხარისხი შეამცირონ, ჩვენ სავარაუდოდ, მივუბრუნდებით მომავალ წელს, ან 2024 წელს ამ საკითხის განხილვას, მანამდე ეს საკითხი არ განიხილება“, – განაცხადა კობახიძემ.