გაწყვეტილი და გადაჭრილი ელექტროკაბელები, რომლებიც ჩვეულებრივი საიზოლაციო ლენტით იყო გადაბმული, დამიწების არარსებობა, წყალში ჩაძირული ელექტრო მოწყობილობები დამცავი გარსის გარეშე – ეს მხოლოდ მინიმალური ჩამონათვალია იმ დარღვევებისა, რომლებიც სამხარაულის ექსპერტებმა ვაკის პარკის აუზში დააფისირეს.
ოფიციალური დოკუმენტი დღეს მედიისთვის გახდა ხელმისაწვდომი და ეს დასკვნა ადასტურებს, რამდენად უხარისხოდ შესრულდა სამუშაოები და რამდენად უპასუხისმგებლო იყო საქმეში ჩართული პირების დამოკიდებულება პროექტისადმი.
უფრო მეტიც – საკუთარ უპასუხისმგებლობას კვლავ ადასტურებს დედაქალაქის მერიც. კახა კალაძე კვლავ უარს ამბობს საკრებულოს სხდომაზე მისვლასა და ოპოზიციის კითხვებზე პასუხის გაცემაზე.
მთავარი არხი