“სამადლო ლუკმის მიუხედავად ის მაინც გარბის, სამწუხაროდ ალბათ ისევ რუსეთში” – ვის შესახებ წერს ნუგზარ სულაშვილი?

საფრანგეთი–საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორის, ნუგზარ (სულა) სულაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ეკა კვალიაშვილს აკრიტიკებს.

“აი ეს გახლავთ ირაციონალური აზროვნების სამაგალითო ნიმუში. ადამიანი მადლობას უხდის “პატრონს”, რომელიც ლუკმას უგდებს, მონობის სანაცვლოდ, თუმცა სულაც არ აწუხებს ის, რომ ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ თევზის ჭამა ისწავლა და არა მისი დაჭერა.


სამადლო ლუკმის მიუხედავად ის მაინც გარბის. სამწუხაროდ ალბათ ისევ რუსეთში, თორე მისი კონკურენტუნარიანობა ევროპას და ამერიკას რომ ვერ გაქაჩავს, თავად უკეთ იცის”, – წერს ნუგზარ (სულა) სულაშვილი.

შეგახსენებთ, ეკა კვალიაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოდან მიდის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share