“ქართველების უმეტესობას ევროპული მომავალი სურს. ეს [სააპელაციოს განაჩენი] კიდევ ერთი უკანგადადგმული ნაბიჯია. წინსვლის ნიშანი არ ჩანს. ქართველი ხალხი ბევრად უკეთესს იმსახურებს”, – ასე ეხმაურება აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და პატიმრობაში დატოვებას.
ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას განაჩენი 2 ნოემბერს გამოაცხადა. მეორე ინსტანციამ ნაწილობრივ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია და კომპანიისთვის ზიანის მიყენებისთვის ჯარიმა საპატიმრო სასჯელით შეცვალა.
რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებებს, სააპელაციო სასამართლომ ამ ნაწილებში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაიზიარა – ე.წ. მანქანის ეპიზოდზე პატიმრობა ძალაში დატოვა, ხოლო მოსყიდვისა და ფულის გათეთრების საქმეზე ის გაამართლა.