საქართველოს მთავრობამ კორბოულისა და ბევერეთის სატყეო უბნები ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს 49 წლით გადასცა. “შაბათის ეთერის” ინფორმაციით, ოლიგარქის ოჯახმა ტყე 25 მეტრის სიმაღლეზე შემოღება და შავი კაპრონის ბადეებით გადახურა.
“ტვ პირველის” ინფორმაციით, კორბოულისა და ბევერეთის ტყის მიმდებარედ ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეაკატერინა ხვედელიძის კომპანიამ, შპს “აგრო ქართუმ” გარეული ფრინველების ფერმა ააშენა.
ფერმაში ინკუპატორში გამოჩეკილ ათასობით გნოლს, კაკაბს და ხოხობს გაზრდიან. ირკვევა, რომ რადგან ხელოვნურად მოშენებული ფრინველები ძალიან მომრავლდა, ისინი ფერმაში აღარ ეტევიან, ამიტომ ტყე გალიად გადააკეთეს და ფრინველები იქ უნდა გადაიყვანონ.
საგულისხმოა, ის ფაქტიც, რომ სატყეო სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა “შაბათის ეთერისგან” გაიგო, რომ ტყე ბადეებით ბიძინა ივანიშვილის მეუღლემ, ეკატერინა ხვედელიძემ გადახურა. არადა, ტყეების მოვლა და პატრონობა, სწორედ გიორგი ჭაჭიაშვილს ევალება.
2022 წლის 23 სექტემბერს ქონების მართვის ეროვნლმა სააგენტომ ბევერეთის სატყეო კვარტალი, ყოფილი საკოლმეურნეო ტყე, საჩხერის სატყეო უბანი და კორბოულის სატყეო, კვარტალი საჯარო აუქციონზე 49 წლიანი იჯარით გადასაცემად გამოიტანა.
125 ათასი კვადრატული მეტრი ტერიტორია ოლიგარქის ოჯახს ნახევარი საუკუნით ისე გადაეცა, რომ ვაჭრობის დროს ივანიშვილს კონკურენტიც კი არ ჰყოლია.
დოკუმენტებით დგინდება, ქონების მართვის სააგენტომ, ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს ტყე ჩალის ფასად გადასცა – 125 ათას კვადრატულ მეტრ ტერიტორიაში, ივანიშვილის ცოლის კომპანია წელიწადში 32877 ლარს გადაიხდის, ერთ კვადრატული მეტრში 26 თეთრს.
ირკვევა ისიც, რომ ოლიგარქმა ტყე იქამდე შემოღობა, ვიდრე ის მისი საკუთრება გახდებოდა.
ტვ პირველი