18-ში დაიდება დასკვნა და ყველაფერს გაეცემა ამ კითხვებს პასუხი – შალვა ხაჭაპურიძე

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ მისმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ მოინახულა.

მისი თმით, თქმით, არ შეიძლება მესამე პრეზიდენტის გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობა 6 თვის განმავლობაშ სულ სტრესს დააბრალო.

“კითხვებს სვამს, რა მჭირს, რა ხდება ჩემს თავს? პასუხები არ არის ამ ყველაფერზე. პასუხია, რომ სტრესისგან გაქვს? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საკუთარი შვილები რომ ჰყავდეთ ასეთ მდგომარეობაში და ექიმი რომ გეუბნებიოდეთ, სტრესისგან გაქვს მეექვსე თვეა სიცხეო, ნორმალური და მისაღები პასუხი იქნებოდა ეს მათთვის? მე ვიცი რაღაც, „შერეკილები“ მაქვს ერთი ფილმი ნანახი და მეორე „შერეკილებს“ ვუყურებ აქ. მოკიდეს ხელი, შეიყვანეს სააკაშვილი გლდანის მე-18-ში და უკან გრუზავიკით შეაყოლეს ემერტეს აპარატი. გუშინ გრუზავიკივით გამოიყვანეს და წაიყვანეს სადღაც, აპარატი გაგვიფუჭდაო. ამნაირ ანეგდოტურ სიტუაციაში ვართ. ხომ გეუბნებით „ნოშრევანი, აბი გლუკოზა“ – დაახლოებით ამნაირ სიტუაციაში ვართ. 18-ში დაიდება დასკვნა და ყველაფერს გაეცემა ამ კითხვებს პასუხი. იქ ასეთი არაფერი არ წერია, რომ სააკაშვილს სტრესის გამო სჭირს თმის ცვენა, ფრჩხილები ისა, ტუბერკულიოზის ნიშნები და ა.შ“, – ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share