“სტრატეგიული პარტნიორისგან ჩვენ ველოდებით მართალ სიტყვას, როცა ლაპარაკობენ დემოკრატიულ უკუსვლაზე და მისტირიან ციხეში წამებას და მკვლელობებს, 150 კაცი რომ კვდებოდა ციხეში, ბოდიში – ეს დრო ვერ დაბრუნდება, ვისი სურვილიც არ უნდა იყოს. ეს არ არის სტრატეგიული პარტნიორობა, როცა ამას ვიღაც მისტირის. ქალბატონი შაჰინი იყო ერთ- ერთი ადამიანი, რომელიც კატეგორიულად ითხოვდა, რომ კრიმინალები, რომლებიც იყვნენ სისტემური წამების შემოქმედნი ამ ქვეყანაში, არ უნდა ჩაგვესვა ციხეში. ჰოდა, თუკი სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ცდილობს (წარმოაჩინოს), რომ დემოკრატიული წინსვლა არის ადამიანების წამება, მაშინ სჯობს, დავრჩეთ ამ დემოკრატიულ უკუსვლაში. წამება ვერ განმეორდება! მინიმუმ კვირაში ორჯერ დავდიოდი ციხეებში, ყველა ნაწამები პატიმარი ჩემი თვალით მყავს ნანახი. შესწავლილი მაქვს პატიმრების გარდაცვალების მიზეზები და შეგიძლიათ ნახოთ ჩემს მოხსენებებში. ეს თუ არის დემოკრატიული წინსვლა, ბოდიში მომითხოვია, მსგავს “დემოკრატიულ წინსვლებს” ვერავისგან მივიღებთ”
აცხადებს ოცნებას “გამოყოფილი”, მოძრაობა “ხალხის ძალის” წარმომადგენელი სოზარ სუბარი აშშ-ს სენატში გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას.