ლანჩხუთის ახლადრეაბილიტირებულ სკვერში ღონისძიება გაიმართა, რომელიც მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, ჩიბათისა და პირველი საჯარო სკოლების ერთობლივი პროექტის ,, ძველი ხეები ჩვენს ირგვლივ” ფარგლებში ჩატარდა.
პროექტის მიზანი გახლდათ საზოგადოების დაინტერესება სამუზეუმო საქმიანობითა და მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ჩართვა სამუზეუმო ცხოვრებაში.
ცენტრალურ სკვერში მოეწყო ეთნოგრაფიული კუთხე მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული ექსპონატებით, გამოფენილი იყო მოსწავლეების მიერ შესრულებული ნახატები და სხვადასხვა სახის დეკორაციები.
პროექტის ფარგლებში, მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.
ღონისძიებას ლანჩხუთის მერის პირველი მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძე ესწრებოდა. პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.