ყველაზე უცნაური და აბსურდული საზღვრები მსოფლიოში

როგორც ვიცით, სახელმწიფო საზღვარი არის ხაზი ან ამ ხაზზე გამავალი ზედაპირი, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს ტერიტორიას, თუმცა ის არ არის ყოველთვის ისეთი მარტივი, როგორც ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. ამ სტატიაში გთავაზობთ ყველაზე უცნაური და საინტერესო სახელმწიფო საზღვრების ნუსხას, რომლებიც ნამდვილად გააგაოცებთ.

სანამ უშუალოდ ჩამონათვალზე დაგავალთ, უნდა განვმარტოთ ტერმინები: ანკლვი და ექსკლავი.

ანკლავი არის ერთი სახელმწიფოს ტერიტორია ან ტერიტორიის ნაწილი, რომელიც ყველა მხრიდან გარშემორტყმულია სხვა სახელმწიფოთი, ექსკლავი კი არის სახელმწიფოს ტერიტორიის ნაწილი, რომელსაც არ გააჩნია საზღვარი სახელმწიფოს ძირითად ტერიტორიასთან.

დავიწყოთ ანკლავებით. მსოფლიოში სულ რაღაც სამი ანკლავი არსებობს, ესენია: ლესოთო, სან მარინო და ვატიკანი.

1. ლესოთო აფრიკის ჯუჯა ქვეყანაა სულ რაღაც ორი მილიონი მოსახლით. ქვეყანა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს.

2. ვატიკანი და სან-მარინო კი, აგრეთვე ჯუჯა ქვეყნები, იტალიის ტერიტორიაზეა წარმოდგენილი.

ახლა კი განვიხილოთ ანკლავები ანკლავში, ანუ კონტრანკლავები, ესაა მდგომარეობა, როდესაც ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარეობს სხვა ქვეყნის ტერიტორია და ამ უკანასკნელის შიგნით ისევ იმ ქვეყნის ტერიტორიაა მოქცეული.

3. არაბთა გაერთიანებული საამიროები და ომანი

არაბთა გაერთიანებული საამიროების საზღვრებში მდებარეობს ომანის ტერიტორია, რომლის შიგნითაც, თავის მხრივ, ემირატების ტერიტორიაა მოქცეული. თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ორივე ქვეყნის ეს ნაწილები ერთდროულად ანკლავებიცაა და ექსკლავებიც. რადგანაც ომანი გარშემორტყმულია ემირატებით, ის ანკლავის სტატუსს იმსახურებს, ფაქტი კი, რომ ის სახელმწიფოს ძირითად ტქრიტორიისაგან გამოყოფილია, მას ექსკლავის სტატუსსაც ანიჭებს. ზუსტად იგივე ითქმის ემირტების ტერიტორიაზეც, ის ერთდროულად ანკლავიცაა და ექსკლავიც.

4. უფრო ჩახლართული და, შიძლება ითქვას, სასაცილო საზღვარი აქვთ ბელგიასა და ნიდერლანდებს. ნიდერლანდების ტერიტორიაზე ბელგიის 22 ანკლავია, ბელგიის ტერიტორიაზე კი 9 ჰოლანდიურ ანკლავს ვხვდებით.

გასაკვირი არც არის, რომ ბელგიასა და ნიდერლანდებს შორის საზღვარი თითქმის ყველაფერზე გადის, კაფეებითა და რესტორნებით დაწყებული, საცხოვრებელი სახლების ჩათვლით. აქ შესაძლოა საძინებელი ნიდერლანდებში გქონდეს, სამზარეულო კი ბელგიაში. თუმცა რამდენადაც ორივე ქვეყნა შენგენის ზონის წევრია, მათ შორის გადაადგილება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

თუ დავაკვირდებით ამ კარს, ვნახავთ, რომ მას ორი ზარი და ორი მისამართი გააჩნია, ერთი ბელგიური, მეორე კი ჰოლანდიური.

5. კიდევ უფრო ჩახლართული ვითარებაა ინდოეთ-ბანგლადეშის საზღვარზე. ბანგლადეშის ტერიტორიაზე ინდოეთის 106 ანკლავი მდებარეობს, ინდოეთში კი ბანგლადეშის 92 ანკლავია.

მათგან 24 ანკლავია ანკლავში და აგრეთვე აქ ვხვდებით ერთადერთ სამმაგ ანკლავს მსოფლიოში- ინდოეთის ტერიტორია გარშემორტყმულია ბანგლადეშით, რომელიც აგრეთვე გარშემორტყმულია ინდოეთით და ეს უკანასკნელი ისევ ბანგლადეშითაა გარშემორტყმული. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ ორ ქვეყანას შორის თავისუფალი მიმოსვლა არ არის, ამიტომაც ანკლავებში მცხოვრები მოსახლეობა თავისუფლად გადაადგილებას ვერ ახერხებს.

www.allnews.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share