უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ლიზა იასკო “პირველებთან” სკანდალურ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა სპეცოპერაცია იყო. იასკოს თქმით, მესამე პრეზიდენტი საქართველოში განეიტრალების მიზნით შემოიტყუეს.
სააკაშვილის ჩამოსვლა საქართველოში არ იყო მხოლოდ სურვილი, არამედ ის იყო გარკვეული სპეცოპერაცია, რომელიც ორგანიზებული იყო გარკვეული ადამიანების მიერ, რომ ის შეეტყუებინათ ისეთ ვითარებაში, რომ მომხდარიყო სააკაშვილის განადგურება როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად. ეს არ არის ახალი ამბავი. ჩვენ ვიცით, რომ სპეცსამსახურებს შეუძლიათ ძალიან კარგად მუშაობა. სხვათაშორის, ეს ვარიანტი არ უნდა იყოს გამორიცხული, მათ შორის, იმ ადამიანების მონაწილეობით, რომელსაც აქვთ ლომის წვლილი ამ საიდუმლო გეგმის სისრულეშ მოყვანასთან დაკავშირებით. მათ შორის, მე ვსაუბრობ სააკაშილის დაკავებასა და პატიმრობაზე. ის ახლა ციხეშია, იმიტომ, რომ ასე პუტინს უნდა, – თქვა იასკომ “ტვ პირველთან”.
რადას დეპუტატი ასევე, სააკაშილის შესაძლო მოწამვლაზე საუბრობს და ამბობს, რომ მსგავს ხერხებს რუსეთი ხშრად იყენებს.
სპეცსამსახურები ზოგიერთ ქვეყანაში გამოიყენებენ მოწამვლას როგორც ინსტრუმენტს ადამიანის გასანადგურებლად. ხშირად ხდება, ეს მოხდა უკრაინაშიც. რუსეთი იყენებს მსგავსს ხერხებს. ფაქტია, რომ ლაბორატორიული კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მის ორგანიზმში ქიმიური ნივთიერებებია აღმოჩენილი. ეს ყველაფერი, დიდი ალბათობით, მეტყველებს იმაზე, რომ სააკაშვილი მოწამლულია. მე არ ვარ ექიმი, მაგრამ ვენდობი იმ ექსპერტიზას და იმ კვლევას, რომელიც სასამართლოშია წარდგენილი. დარწმუნებული ვარ, 200 გვერდზე ყველა ისტორია, ყველა დიაგნოზი, ყველა სამედიცინო ისტორიის მანიპულაცია ზუსტად არის ასახული. ეს არის საფუძველი იმ იურიდიული პროცესისა, რაც სასამართლოშ უნდა იყოს განხილული, – თქვა იასკომ.