ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან, კახა ასკურავა უკრაინაში ქართველი მეომრის, ჯამბულათ ხოფერიას დაღუპვას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ ლანჩხუთის საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ჯერ ატვირთეს ჯამბულათის ხსოვნისადმი მიძღვნილი განცხადება, შემდეგ კი ვიღაცის ჩარევით , წაშალეს:
”არ ვაპირებდი ამის დაწერას, სანამ უკრაინაში დაღუპულ ჯამბულატ ხოფერიას მშობლიურ მიწას არ მიაბარებენ, რადგან ახლა მთავარია, ჩვენი დროის გმირი,ჯერ მშვიდობით და დროულად ჩამოასვენონ საკუთარ ქვეყანაში და მერე მის მშობლიურ სახლში.. მაგრამ,იმას რასაც ახლა დავწერ უბრალოდ სახელი არ აქვს!
იმ ღამეს,როცა ეს საზარელი ამბავი გაიგო ლანჩხუთმა, ყველა შეძრწუნებული დარჩა ამ ამბით, მიუხედავათ იმისა, იცნობადა თუ არ იცნობდა, იცოდა თუ არ იცოდა,რომ ჯამბულატ ხოფერია უკრაინაში ომის დაწყებიდან, თითქმის პირველივე დღიდან იბრძოდა ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ,რომელსაც საბოლოო ჯამში შეეწირა იგი.
მე როგორც საკრებულოს წევი, სხვა პასუხისმგებლობას ვგრძნობ ჩემი ფრაქციის წევრებთან ერთად და მაინტერსებდა, თუ როგორ გამოეხმაურებოდა ამას მუნიციპალიტეტის საკრებულო,რადგან მეც და ჩემი ფრაქციის წევრებიც ამ საკრებულოს წარმოვადგენთ. მართალია უმცირესობაში ვართ და არანაირ გადაწყვეტილებაზე ზემოქმედების ბერკეტი არ გაგვაჩნია,მაგრამ ამ შემთხვევაში რა მნიშვნელობა აქვს ვინ ვინაა,ვინ რომელი პოლიტიკური პარტიის წევრია,ვინ პოზიციია და ვინ ოპოზიცია,აქ და ახლა ხომ საქმე 25 წლის ბიჭს ეხება რომელმაც 25 წლის ასაკში დაამტკიცა რომ გმირია.იგი ხომ ჩვენი სამშობლოს,ჩვენი შვილების უკეთესს მომავალს შეეწირა, ისე რომ თავად საერთოდ არ ჰყოლია საკუთარი ოჯახი.ჯამბულატს ხომ ჩვენთვის საერთოდ არაფერი უთხოვია,მეტიც იგი უკრაინაში ისე იბრძოდა,რომ ამის შესახებ ლანჩხუთის მოსახლეობის 90% არც კი იცოდა.იბრძოდა გულით,რწმენით,მხედრული შემართებით და დაუმადლებლად,რადგან დარწმუნებული ვარ, მას სხვანაირად არ შეეძლო, თუნდაც მის ოჯახის წარსულიდან გამოდინარე.
ჩვენ,ჩვენ რა გვეტაკა,რომ ჯამბულატის ხსოვნის და მისი გმირობის შესახებ ჯერ ავტვირთეთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიცალურ ვებ-გვერდზე და მერე ვიღაცას “ზემოთ”ეს არ მოეწონა და აგვაღებინა და ეს რომ ასე იყო, ბევრი ჩემი კოლეგა და იმ შენობაში მომუშავე ბევრი თანამშრომელიც დამეთანხმება.შესაძლოა ხმამაღლა არ თქვან,მაგრამ ზუსტად ხომ იციან რომ ეს სრული სიმართლეა?!ან/და საერთოდ რატომ უნდა გამხდარიყო ეს სალაპარაკო??? ნუთუ,ბევრი ვგვყავს ისეთი გმირები, როგორიც ჯამბულატია?!
ჯამბულატ ხოფერიას გმირობას და მის სახელის უკვდაყოფას საერთო არაფრი დააკლდება იმით, ვინმე ჩინოსანი ატვირთავს თუ არა ოფიცალურ ვებ-გვერდზე,მაგრამ ჩვენ,ვისაც ხალხის მიერ არჩეულები გვქვია,ხომ უნდა გვქონდეს ჩვენი ოფიციალური პოზიცია?!ჩვენ ხომ ამ მომენტში, როცა საკრებულოს წევრის სტატუსი გვაქვს, მხოლოდ ჩვენს პოზიციას არ წარმოვადგენთ?! ხვალ,სხვა რომ მოვა იქ და გვკითხოს,რატომ არ გამოეხმაურეთ იმ შენობიდან სულ რაღაც სამ კილომეტერში ისეთი ისტორიული მოვლენა რომ ხდებოდაო,რას ვეუბნებით??? ხო,ისტორიული – ჯამბულატ ხოფერიამ,იმ ოცდათორმეტ გმირთან ერთად, ვინც ასევე გმირულად დაეცა უკრაინის და ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს უკეთესი და უსაფრთხო მომავლისთვის,ისტორია ჩვენს თვალწინ უკვე დაწერეს და მათი ოჯახები,მათი შთამომავლობა,საუკუნეები იამაყებენ რომ მათი შვილები,მათი მამები, ისტორიის სწორ,ნათელ მხარეს იდგნენ და თავიც გასწირეს კიდეც ამისთვის!!!
მარადიული ხსოვნა ჯამბულატ ხოფერიას,იგი აუცილებლად გაიმარჯვებს.
პ.ს დარწმუნებული ვარ ამ პოზიციას, ბევრი ჩემი კოლეგი იზიარებს და მოდი ყველამ ერთად გავერთიანდეთ ჩვენი დროის გმირის სახელის უკვდავსაყოფად.ჩვენ შენ შესაძლოა ბევრ რამეში არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს,მაგრამ გვაქვს ერთი სამშობლო და გვყავს საერთო გმირები!” – წერს ასკურავა.