მსახიობი ნანა ბუთხუზი გადაცემა “რეაქციაში” სტუმრობისას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს გამოეხმაურა და მოქმედი ხელისუფლება გააკრიტიკა. მისი თქმით, დღეს უნდათ სირცხვილად აქციონ მიხეილ სააკაშვილის ხსენება, ადამიანის, რომელმაც ფეხზე დააყენა ქვეყანა:
”ტყუილად უბრძოლიათ და უცხოვრიათ ჩემს მშობლებს..დღეს უნდათ, რომ სირცხვილი იყოს მიხეილ სააკაშვილის ხსენება.ადამიანის, რომელმაც ფეხზე დააყენა ქვეყანა. ადამიანის ცუდად ყოფნა და სიკვდილი ახარებთ ქოცებს. ეს ნორმალური მდგომარეობაა? შხამს უშვებენ ადამიანებში, რომ გავბოროტდეთ.ყველა მცნება ამოვაყირავეთ..ქრისტიანობაზე მელაპარაკებიან ადამიანები, რომლებიც აწამებენ მესამე პრეზიდენტს. ” – აცხადებს ბუთხუზი.