ქალბატონი, რომელიც ყოველდღიურად აკვირდება, ამბობს, რომ ასეთი მორჩილი პაციენტი იშვიათად ყოლიათ – გიული ალასანია სააკაშვილზე

ძალიან ცდილობს რაღაც შეჭამოს, მაგრამ ორი ლუკმა არის ხოლმე მაქსიმუმი, ამასაც ზოგჯერ ვერ ინარჩუნებს – ამის შესახებ ჟურნალისტებს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ განუცხადა.

მისი თქმით, “ვივა მედის” თაბამშრომლიც ღიად აცხადებდა, რომ “მსგავსი დამჯერი პაციენტი არ ყოლია”.

ძალიან ცდილობს, რომ რაღაც შეჭამოს, მაგრამ ორი ლუკმა არის ხოლმე მაქსიმუმი, ორ ლუკმასაც ზოგიერთ შემთხვევაში ვერ ინარჩუნებს. “ვივა მედის” თანამშრომელი, ქალბატონი, რომელიც ყოველდღიურად აკვირდება მის მდგომარეობას, ამბობდა, რომ ასეთი მორჩილი პაციენტი იშვიათად ყოლიათ”- თქვა ალასანიამ.

რაც შეეხება ბოლო დროს გაკეთებულ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს, პრეზიდენტის დედის თქმით, “ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ყველა დაშინებულია, ყველას საკუთარი ჩრდილის ეშინია”.

ამასთან, ალასანიამ ომბუდსმენის მიერ შექმნილი ალტერნატიული კონსილიუმის წევრების დასკვნა შეაფასა და ხელისუფლებას მათი გაზიარებისკენ მოუწოდა:

ვიღაცას ხომ უნდა დაუჯერონ, ამ კონსილიუმში არიან ძალიან მაღალი რანგის პროფესიონელები. რას ნიშნავს მიკერძოება, ესენიც ნაციონალები არიან?, უცხოლელებიც ნაციონალები არიან?” – თქვა გიული ალასანიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share