“სიორიძის აღმა ხნული თალაკვაძეებმა დაღმა ფარცხეს”
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქ ოზურგეთის ცენტრალურ – ჭავჭავაძისა და გაბრიელ ეპისკოპოსის – ქუჩებზე არსებული გზაგამყოფების, ღამის განათებების და მასთან არსებული გაზონების დემონტაჟს გეგმავს.
როგორც “გურიის მოამბეს” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთ ერთმა ხელმძღვანელმა უთხრა – გადაწყვეტილება ამის შესახებ ოზურგეთის მერიაში, უკვე მიღებულია.
აღნიშნული პროექტი ქალაქ ოზურგეთის მაშინდელმა (2014-17 წწ) მუნიციპალიტეტის მერიამ განახორციელა.
პროექტის ღირებულება ნახევარ მილიონ ლარს გადასცდა.
ზუსტი ღირებულების დასადგენად ჩვენ მაშინდელ მერს, ბეგი სიორიძეს დავუკავშირდით, თუმცა თუ რამდენი დაუჯდა ბიუჯეტს ეს პროექტი მანაც ვერ გაიხსენა.