“პოსტფაქტუმში” გიორგი გაბუნიამ დედის უკანასკნელი წლები გაიხსენა:
” სხვა საკითხებში გამბედავს საშინლად ეშინოდა სამედიცინო ჩარევის, ფიზიკური ტკივილის და სიკვდილის. ექიმთან მისვლაზე ვერანაირად დაითანხმებდი, ვერ წარმოიდგენთ როგორი ჯიუტი იყო. ბოლო პერიოდში ძალიან გაუარესებული ჰქონდა მხედველობა, უჭირდა სიარული. ბოლო წლებში დედა ლოგინად ჩავარდნილ, მძიმე პაციენტად იქცა. მას საშინლად არ უნდოდა, რომ ვინმეს ამის შესახებ გაეგო, ჩვენც ვუფრთხილდებოდით და არ ვამბობდით. ბოლო პერიოდში აღარც იცოდა ვინ ვიყავით, უბრალოდ ვეღარ გვცნობდა. დედას ნელ-ნელა დაავიწყდა ჩვენი სახელები. ერთხელ ვკითხე-აბა მე ვინ ვარ-მეთქი? იმდენად თავმოყვარე იყო, ის კი არ მითხრა, რომ ვერ გცნობო. ღიმილით მითხრა-კაი ახლა რას მეკითხებიო. დედას აღარ გაუგია, რომ მის მსგავსად მეც გამომაგდეს ტელევიზიიდან, არც ის, რომ მოკვლით მემუქრებოდნენ, არც ის გაუგია, რომ ჩემმა ძმამ ცოლი მოიყვანა და მისგან მეექვსე შვილიშვილი გაუჩნდა. მან უკვე აღარ იცოდა ვინ იყო გიორგი, დათა, ლელა.. კიდევ კარგი ტკივილები არ აწუხებდა. უბრალოდ, ნელ-ნელა ფიზიკურად და გონებრივად გაილია”-ყვება გიორგი გაბუნია.