„ვწუხვარ“ – ლევან იზორია სალომე ზურაბიშვილისთვის სკამის აცლაზე

საქართველოს ელჩი გერმანიაში ლევან იზორია “სამწუხაროს” უწოდებს ფაქტს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში წლის შემაჯამებელ ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი ვერ დაესწრო.

 

“პირველების” კითხვის საპასუხოდ, ელჩმა თქვა, რომ  არ აქვს ინფორმაცია რატომ არ დაესწრო სალომე ზურაბიშვილი “ელჩების კონფერენციას”.

ამაზე, ინფორმაციას არ ვფლობ, ერთადერთს ვიტყვი, რომ ძალიან სამწუხაროა”- თქვა იზორიამ.
მან უპასუხოდ დატოვა კითხვა, არის თუ არა სკამის გადადგმა დაპირისპირების მაჩვენებელი.

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ელჩების კონფერენციას არ დაესწრო, რადგან მას პროტოკოლით განკუთვნილი ადგილი არ დაუთმეს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share