”ეს განცხადებები, რომლებიც მან გააკეთა, გარკვეულ ორაზროვნებას შეიცავს და ამას უკავშირდება მიტინგიც. არ შეიძლება, რომ ყველაფერი დააბრალო რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. ერთადერთი რაც ზუსტად ვიცით, რომ პოლიტიკური პარტიის მიერ არის ორგანიზებული, ეს არის საკმაოდ მძლავრი და კარგად დაგეგმილი შეტევა მასზე, მისი ბულინგი, რომელმაც ბულინგის ავტორთა აზრით უნდა განაპირობოს შეწყალების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ..
თუნდაც ეს თემა, რომ რუსული სოფელი მოუწყვეს, თუნდაც ის, რომ იქ რაღაც პროტოკოლი დაარღვიეს მის წინააღმდეგ, თუნდაც ის თემა, რომ თითქოს ქართულ ოცნებას რაღაც წვლილი მიუძღვის იმ ადამიანების ორგანიზებაში, ვისაც თავზე გადაუარეს და ვისი ოჯახის წევრების სისხლი ღვარეს. აი, ამ საკითხებთან დაკავშირებით ასეთი განცხადებები ყოვლად უსაფუძვლო, უფრო მძიმე სიტყვას არ ვიტყვი, განაპირობებს იმას, რომ საზოგადოებას ეჭვები აქვს გარკვეული, რასაც პასუხი სჭირდება უფრო მკაფიო და არა გაკაპასებული ჩვეულებრივი მოქალაქისა, პრეზიდენტის პასუხი სჭირდება.”