„1905 წლის 26 (13) აპრილს თბილისში შედგა საქართველოს საეკლესიო მოღვაწეთა ყრილობა, რომელმაც დაადგინა შეერთებოდა გურიის მოძრაობის და სოციალ-დემოკრატთა მოთხოვნებს“ (მოროხოვეცი).
.
ეს შეიძლება უცნაური მოგეჩვენოთ იმ ფონზე, როდესაც უკმაყოფილო გურულების ერთერთი მთავარი მოთხოვნა გახლდათ ეკლესიის გამოყოფა სახელმწიფოსაგან. ამასთანავე გურულებმა 1905 წლის მარტიდან „რელიგია გამოცხადეს კერძო საქმიანობად, ქორწინებასთან და გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკელესიო წესები და რეგისტრაცია შეიცვალა სამოქალაქო აქტებით.“
.
ასევე გურულებმა ეკლესია ჩამოაშორეს სკოლას. „სახაზინო სკოლები ხალხს გადაეცა, რუსიფიკატორი მასწავლებელები გაანთავისუფლეს, არჩეული იქნა განსაკუთრებული სასკოლო კომიეტეტები, რომლებსაც უნდა განხორციელებინათ სასკოლო საქმის ორგანიზება. სკოლებში მასწავლებლებს ნიშნავდნენ „ქუთაისის გუბერნიის მასწავლებელთა კავშირის“ რეკომენდაციის გათვალისწინებით; სწავლება მიმდინარეობდა თბილისის პედაგოგთა ყრილობის მიერ შემუშავებული პროგრამით.“
.
უნდა აღინიშნოს, რომ ამავე პერიოდში მნიშნელოვნად იყო გააქტიურებული ქართული ეკელსიის ავტოკეფალიის საკითხი და ქართველი სასულიერო და საერო პირები ითხოვდნენ ქართული მართმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას, წართმეული საეკლესიო ქონების დაბრუნებას და ა.შ.. რასაც სავარაუდოდ უნდა გამოეწვია ინტერესთა თანხვედრა.
.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ეკლესიის გარდა გურიის მოძრაობას მისი იდეებიდან გამომდინარე მხარს უჭერდა იმდროინდელი ქართველი და რუსი ლიბერალები. ქუთაისის ლიბერალი გუბერნატორი სტაროსელსკი გურულებზე წერდა: „რევოლუციამ 2-3 წლის განმავლობაში სასწაული მოახდინა: ასწია მოსახლეობის გონებრივი და ზენობრივი განვითარების საერთო დონე ისეთ სიმაღლეზე, რომელიც მიუწვდომელი იქნებოდა 10 წლის მშვიდობიანი და ხელსაყრელ პირობებში მუშაობის შედეგად.“
.
მომზადებულია – ევგენი მოროხოვეცის ნაშრომის მიხედვით (1926 წელი)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა