მისი თქმით, სანქციების მეათე რაუნდი არსებულ ხარვეზებს შეეხება და სანქციების არიდების მცდელობებს დაასრულებს, ხოლო ვინც ამ ხარვეზებს იყენებს, მათთვის დიდ სასჯელს უზრუნველყოფს.
მანამდე სააგენტო Reuters დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი შესაძლოა, 24 თებერვალს, უკრაინის ომის დაწყების წლისთავზე გამოცხადდეს. პოლონეთს და ლიეტუვას სურთ, შეზღუდვები რუსეთის ატომურ ინდუსტრიას შეეხოს, ასევე, SWIFT-ის სისტემიდან მეტი რუსული ბანკი გაითიშოს, უფრო მეტი რუსული მედიასაშუალება აიკრძალოს და გაფართოვდეს შეზღუდვები იმ პროდუქციის მიწოდებაზე, რომელიც შესაძლოა, სამხედრო მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული. ამასთან, ამ ქვეყნების მთავრობები ცდილობენ, სანქციები რუსულ ბრილიანტებსაც დაუწესდეს, რომ ბელგიაში მათზე ვაჭრობას ბოლო მოეღოს. პოლონეთი და ლიეტუვა, ასევე, შეეცდებიან, ზღვით ტრანსპორტირებულ რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასი კიდევ უფრო შემცირდეს.
2022 წლის თებერვლის ბოლოდან ევროკავშირმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ცხრა პაკეტი მიიღო. შეზღუდვები ფინანსურ სექტორსა და საფონდო ბირჟას, ექსპორტ-იმპორტს, საერთაშორისო რეზერვებს, ავიამიმოსვლას, სპორტულ, კულტურულ და კიდევ ბევრ სხვა სფეროს შეეხო.