საქართველომ 2022 წელს რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა 52%-ით, 2.5 მილიარდ დოლარამდე გაზარდა და საქართველოს რიგით მეორე სავაჭრო პარტნიორი გახდა თურქეთის შემდეგ. გასული წლის მთლიან სავაჭრო ბრუნვაში რუსეთის წილი 13.1%-ია. მთლიან ექსპორტში წილი 11.7%-ს შეადგენს, იმპორტში კი, 13.6%-ს.
,,ბიზნესპრესნიუსი” დაინტერესდა რას ვყიდით და ვყიდულობთ რუსეთში.
2022 წელს საქართველომ რუსეთში 651.6 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გაყიდა. გთავაზობთ ტოპ-5 საექსპორტო პროდუქციას:
- ყურძნის ნატურალური ღვინოები – 160,8 მლნ აშშ დოლარი
- ფეროშენადნობები – 107.8 მლნ აშშ დოლარი
- სპირტიანი სასმელები და ეთილის სპირტები – 56.5 მლნ აშშ დოლარი
- მინერალური და მტკნარი წყლები – 50.8 მლნ აშშ დოლარი
- წყლები, მინერალურისა და გაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით – 39,3 მლნ აშშ დოლარი
რუსეთიდან იმპორტმა 2022 წელს 1.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. გთავაზობთ იმ 5 პროდუქციას, რაც რუსეთიდან ყველაზე დიდი ოდენობით ვიყიდეთ:
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 622.7 მლნ აშშ დოლარი
- ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა – 112.3 მლნ აშშ დოლარი
- ფქვილი ხორბლის, ან ხორბალ-ჭვავის – 66.7 მლნ აშშ დოლარი
- ხორბალი და მესლინი – 61.6 მლნ აშშ დოლარი
- კოქსი და ნახევარკოქსი ქვანახშირის, ლიგნიტის ან ტორფისაგან, ნახშირი რეტორტისა – 59.1 მლნ აშშ დოლარი