აჰა, მოვიდა ჩვენთანაც ის მოვლენა, რაც ძლიერი, განვითარებული, დაპურებულ-დალხინებული დასავლური სამყაროს ცხოვრების ნაწილია. რამდენჯერ გაგვიგია და დაგვიწერია, რომ ევროპაში თუ ამერიკაში შეიარაღებულმა მავანმა ამდენი და ამდენი მოკლა. და ეხლა ეს დევიანტური ქცევა, რომელმაც ასეთი ტრაგედია დაატრიალა, უკვე ჩვენც გვეწვია. – ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
“და როგორც ადრე, დაბარებულივით, კუბოს გვირგვინივით გამოჩნდა ცნობილი შემადგენლობა, და ჩვეულ სტილში დაიწყეს ტრაგედიაზე სამარცხვინოდ პოლიტიკური ქულების დაწერა გამოძიებამ სასწრაფოდ უნდა დაადგინოს ყველაფერი და განსაკუთრებით ის, რომ უკვე პირველი შემთხვევა არაა როდესაც სამსახურიდან წასულ სპეცრაზმელებს იარაღის მთელი არსენალი აღმოაჩნდებათ ხოლმე.ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს!” – წერს ზაალ ანჯაფარიძე.
შეგახსენებთ, საგარეჯოში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან ნოდარ ათუაშვილმა პოლიციის თანამშრომელი, 4 მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა და 5 ადამიანი დაიჭრა, რის შემდეგ თვითლიკვიდაცია განახორციელა.