აკადემიკოსი ნიკოლაი დურნოვო გახლდათ ცნობილი რუსი თეოლოგი, ისტორიკოსი და ფილოლოგი, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. ამასთანავე იგი იყო რუსეთის იმპერიის შინაგან საქმეთა მინისტრის ძმა.
.
1905-6 წელს საქართველოს საზოგადო მოღვაწეებმა რუსეთის იმპერატორს და სინოდს მოსთხოვეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა და ეკლესიების დაბრუნება, ხსენებული მოთხოვნა ყველაფერთან ერთად გამოწვეული იმით, რომ 1905 წელს საქართველოში სომხურ ეკლესიას გადაეცა როგორც ეკლესიები ისე სხვა ქონებაც. საქართველოს ეკლესიის რუსეთის ეკლესიასთან შეერთების კანონიერების შესწავლის მიზნით მოიწვიეს ცნობილი თელოგი ნიკოლაი დურნოვო. რომელმაც დეტალურად შეისწავლა საქართველოს ეკლესიის რუსეთის ეკლესიასთან შეერთება ანუ ე.წ. საეკლესიო რეფორმა.
.
შესწავლის საფუძველზე დურნოვოს დაწერილი აქვს ნაშრომი – “საქართველოს ეკლესიის ბედი”, რომლის მიხედვითაც საეკლესიო რეფორმის შედეგად – გაუქმდა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის 25 ეპარქია; დაიხურა 15 მონატერი; დაუხურა 860 ეკლესია; მღვდელმსახურებას ჩამოშორეს 1500 ზე მეტი მღვდელი; 15 000-დე გლეხის ოჯახი რუსეთის ხაზინის საკუთრება გახდა; რუსეთის ხაზინაში ამოღებული იქნა 150 000 000 რუბლის ღირებულების საეკლესიო ქონება, რომლის წლიური შემოსავალი 10 000 000 რუბლი გახლდათ.
.
ციტატები ნიკოლაი დურნოვოს ნაშრომიდან – „საქართველოს ეკლესიის ბედი“ (1907 წელი):
.
„ცნო რა საკუთარ თავზე რუსეთის უმაღლესი ხელისუფლება, და დადგა აღმოსავლეთის საზღვრებზე რუსეთის ინტერესების დასაცავად, ქართველი ხალხი ჩვენგან ერთ რამეს ითხოვდა, ითხოვდა იმას რაც მისთვის ძვირფასი და წმინდა არის, იმას რაც ჩვენთვის რუსებისთვისაც წმინდაა, ითხოვდა: წმინდა რწმენას, ეკლესიას და ენას“.
.
„ყოველი ავტოკეფალური ეკლესიას, რა თქმა უნდა შეუძლია უარი თქვას ავტოკეფალიაზე, მაგრამ არა ძალადობით, არამედ თავიანთი იერარქების თავყრილობის გადაწყვეტილებით. რადგანაც იგი 1394 წელს მიერთებული იყო კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან.“
.
„ივერიის ეკლესიას ავტოკეფალიას არ დაუკარგავს, რადგანაც დღემდე არ არსებობს ქართული ეკლესიის უმაღლესი იერარქების განჩინება მათი რუსეთის ეკლესიაზე მიერთებასთან დაკავშირებით, ხსენებულის ძალით ქართული ეკლესია ამაჟამადაც ავტოკეფალურია.
.
“ჩვენს მმართველ სინოდს არ გააჩნდა კანონიკური საფუძველი შეერთებინა ქართული ეკლესია, აქედან გამომდინარე უფლება არ ჰქონდა 1811 წლიდან მასზე განხორციელებული ძალადობის საფუძველზე ემართა იგი. აი სწორედ ეს აძლევს ქართველ ეპისკოპოსებს უფლებას მოითხოვონ, რომ რუსეთის სასულიერო ხელმძღვანელობითმა იერარქიამ აღიაროს ქართული ეკლესია თვითმყოფადად და ავტოკეფალურად.”
.
“1811 წლამდე ქართულ ეკლესიას ჰქონდა 15 ეპარქია ქართლში, კახეთში და სამცხეში, 7 იმერეთში, 2 სამეგრელოში, 2 გურიაში. ამჟამად ქართველებს აქვთ 1 ეპარქია იმერეთში, 1 გურიაში, 1 აფხაზეთში და 2 საქორეპისკოპოსო ქართლში. რუსი ეგზარხოსი, რომელმაც არ იცის მრევლის ენა 1818 წლიდან მართავს ქართლის, კახეთის და სამცხის ეპარქიას.”
.
“1811 წლიდან დაიხურა 15 მონასტერი და 800-ზე მეტი ეკლესია. აი ეს გახლავთ საქართველოში რუსული სასულიერო ბიუროკრატიის თვითნებობისა და მართვის ნაყოფი. ამას თან სდევდა ათეულობით მილიონი რუბლის ღირებულების ქონების დატაცება ქართული მონასტრებისა და სიწმინდეების ძარცვა. მარტო ხაზინაში ამოღებულია 150 000 რუბლის ღირებულების საეკლესიო ქონება“.
.
„აღსანიშნავია ის, რომ სომხურ ეკლესიას 1905 წელს დაუბრუნეს ქონება. ხოლო გამოთვლების მცოდნეთა განმარტებით ქართული ეკლესიის ქონების სარგებლობის შედეგად მიღებული შემოსავალი 10 მილიონ რუბლამდეა, რომელიც მთლიანად ხაზინაში მიდის და საქართველოს ეკლესიების დაფინანსება ამ თანხის 3-4% შეადგენს.“
.
„მმართველი სინოდის წარმომადგენლებმა წაართვეს ავტოკეფალია საქართველოს და იმერეთის ეკლესიებს, გააუქმეს 25 ეპარქია, რომელთაგან რამდენიმე არსებობდა საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლიდან ანუ 15 საუკუნე, გაანადგურეს ბევრი უძველესი მონასტერი, ხაზინას გადასცეს ქართული ეკელსიის მამულები და მიიყვანეს ქართული ეკლესია სავალალო მდგომარეობამდე, ამჟამად 860 ტაძარზე მეტი ღვთისმსახურების გარეშეა დარჩენილი“
.
„1894 წელს ქართველებმა მიმართეს წმინდა სინოდს იმის თაობაზე, რომ რუსმა ეგზარხოსებმა და ჩინოვნიკებმა საქართველოს ეკლესია და საეკლესიო საგანძური შემოსავლის წყაროდ გადააქციეს. სომხურ ეკლესიას დაუტოვეს კათალიკოსი და სრული თვითმმართველობა, არ ამცირებენ სომხური ეკლესიების რიცხვს, უწევენ ყოველგვარ მფარველობას სომეხ ხალხს“.
.
” როგორც ცნობილია სომხურ ეკლესიას 1905 წელს დაუბრუნეს ჩამორთმეული ქონება, მაგრამ ქართულ სამოციქულო ეკლესია სრულიად გაანადგურეს“
.
„რუსი ბიუროკრატიის მიერ ქართველი ხალხის ასწლიანმა მმართველობამ მისი სრული უვარგისობა დაადასტურა. იმპერატორ ნიკოლოზ პირველამდე რუსული ბიუროკრატია ცდილობდა დაეგირავებინა ქართული მიწები, რაც გრძელდებოდა კავკასიაში თავად გოლიცინის მმართველობის დროსაც. სამცხის ქართული მაზრებში იმდენი სომეხი ჩაასახლეს, რომ უკვე 1897 წლის მოსახლეობის აღწერისას მაზრების სომხური მოსახლეობა შეადგენდა: ბორჩალოში 29%, ახლქალაქში 75% და ახალციხეში 30%, თვით ტიფლისშიც კი ისინი 30% შეადგენდნენ, ახლა კი გაცილებით მეტნი არიან.
.
იმპერატორ ნიკოლოზ პირველის დროიდან მართლმადიდებლურ საქართველოში დაასახლეს გერმანელები, რუსი სექტანტები: მოლოკნები, სუბოტნიკები, დუხობორები, შტუნდისტები, ბაპტისტები და სხვები. რისთვის კეთდებოდა ეს ძნელი სათქმელია, მაგრამ ეს ყველაფერი არ წარმოადგენდა სასარგებლო რამეს არ ქართველი ხალხისათვის და არც რუსეთისათვის. საქართველოში არა მართლმადიდებლების ჩასახლება, რომლებიც ქართველი ხალხის თვალში ერეტიკოსები და ცრუმორწმუნეები არიან, მათი რელიგიური გრძნობების შეურაცყოფაა და მათში ნერგავს რუსეთისადმი სიძულვილსა და უკმაყოფილებას.“
.
Николай Дурново – Судьбы грузинской церкви. По вопросу о Грузинской церковной автокефалии (1907)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა