„პრეზიდენტი რომ დაიღუპოს, საზოგადოების და მსოფლიო თანამეგობრობის რისხვას ვერ გადაურჩებით“ – ნიკოლოზ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს.

„ღია წერილი ყველა იმ პირს ვინც ეწინააღმდეგება პრეზიდენტ მ. სააკაშვილის გადაყვანას სამკურნალოდ , სარეაბილიტაციოდ და სიცოცხლის შესანარჩუნებლად.
დღეს საქართველოს პრეზიდენტის , ქართული სახელმწიფოებრიობის შემქმნელის ირგვლივ სრული მარაზმია და ქაოსი.სასამართლო ხელისუფლების მხრივ კი ნამდვილი ფარსი.ხელოვნ ურად იჭიმება დრო,რომელიც არ ითმენს ,თითეული წამი და წუთი გვაშორებს მიშას სიცოცხლის გადარჩენას.

მრჩება შთაბეჭდილება რომ ეს არის მიზანდასახული ქმედება იმ პირთა დაჯგუფებების მხრივ,ვინც ვერ თავისუფლდება დ ალბათ გაუჭირდებოდა განთავისუფლება ბიღმიდან, შურიდან, ბოროტების კლანჭებიდან. ზოგჯერ ვფიქრობ და არ მინდა დავიჯერო რომ ეს არის მათი ბუნებრივი სტატუსი- სამწუხაროდ.
მოგმართავთ მსგავს პირებს
გ ე ყ ო ფ ა თ ! ყველაფერს აქვს თავსი ბოლო. ღმერთი არ გაგიწყრეთ! პრეზიდენტი რომ დაიღუპოს ვერცერთი ვერ გადაურჩებით საზოგადეობის დიდი ნაწილის და მსოფლიო თანამეგობრობის რისხვას.
დროულად მიიღეთ გადაწყვეტილება,სასწრაფოდგადაიყვანეთ პრეზიდენტი
საზღვარგარეთ სამკურნალოდ და სარეაბილიტაციოდ.
მუსირებს აზრი ხელისუფლებაში რომ მიშას გაყვანა გამოიწვევს ადამიანებს შორის გაძლიერებულ პოლარიზაციას,მე კი ვთვლი რომ იქნება პირიქით.
გადავარჩინოთ მიშას სიცოცხლე.
ნიკოლოზ სააკაშვილი
მედიცინის დოქტორი,პროფესორი.
უკრაინის ჯანმრთელობის აკადემიის აკადემიკოსი
კურორტოლოგიის დარგში.
საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი“, – წერს ნიკოლოზ სააკაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share