“ვრჩები ბრძოლაში….ვრჩები პარტიაში….რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” ჰქვია”- ნიკა მელია

“ნაციონალური მოძრაობის” უკვე ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ პარტიაში რჩება და აგრძელებს ბრძოლას მანამ, სანამ მესამე პრეზიდენტი რუსული რეჟიმის პირადი ტყვეა. მან ლევან ხაბეიშვილს გამარჯვება მიულოცა და წარმატება უსურვა.

“ამ ბრძოლაში გააზრებულად, მივიღე გადაწყვეტილება და შემოვუერთდი ძალიან დიდ გუნდს 2013 წელს, და ის მიზნები, და ამოცანები რომლის მიღწევა და შესრულება მე მსურდა 2013 წლიდან, ჯერ არის შეუსრულებელი. მე მიმაჩნია, რომ ქვეყანას კიდევ უფრო მეტი გამოწვევა აქვს დღეს, ვიდრე 2013 წელს და ამ რეალობაში, მე ბუნებრივია, ვრჩები ბრძოლაში, ვრჩები პარტიაში, რომელსაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ჰქვია, განსაკუთრებით მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არის პირადი ტყვე რუსული რეჟიმისა”, – თქვა ნიკა მელიამ.

რა პოზიციაზე და როგორი ჩართულებით გააგრძელებს ნიკა მელია პარტიაში საქმიანობას, ჯერ ცნობილი არაა.

ლევან ხაბეიშვილს გამარჯვება სამივე კონკურენტმა უკვე მიულოცა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share