“ფერი ფერსა მადლი ღმერთსაო, ისე იდეალურად უხდებოდნენ თავმჯდომარე და პარტია ერთმანეთს, როგორც ეს ხაბეა, ხაბეიშვილი და “ნაციონალური მოძრაობა”, ძნელად წარმოსადგენია. ზუსტად გამოხატავდეს ამ პარტიის დესტრუქციულ და ნახევრად კომიკურ სახეს და მდგომარეობას, მოცემულობას, ალბათ სხვა თავმჯდომარე ისეთი წარმატებით ვერ შეძლებდა, რასაც ხაბეიშვილი შეძლებს და იმ გზას, რაც აქვს ენმ-ს დიდი ხანია აღებული ჭაობში ყოფნის და საბოლოოდ თვითლიკვიდაციის, ბრწყინვალედ, “ღირსეულად” შესრულებს ის კომიკური თავმჯდომარე, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” აირჩია”. […] მეტი რა უნდა დამართნოდათ, როდესაც ადგნენ და პარტიის თავმჯდომარედ ხაბეიშვილი აირჩიეს, ამაზე მძიმე განაჩენს საკუთარი თავისთვის ენმ ვერ გამოიტანდა”.
თქვა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა.