ბიძინა ივანიშვილისთვის ბრიტანული მედიის კარიც ჩაიკეტა. გავლენიანი გამოცემები უარს ამბობენ, გაავრცელონ ივანიშვილის წერილები იმ ფორმით, როგორც ეს ოლიგარქს სურს. ამიტომ ივანიშვილმა ბრიტანული მედია ცენზორად გამოაცხადა.
მედიას თავს ესხმის ივანიშვილის ადვოკატიც. ვიქტორ ყიფიანი ამტკიცებს, რომ ოლიგარქი პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლია.
ივანიშვილის მილიონების დაკარგვის ამბავი ,,ქართული ოცნებისთვის” დიდ თავისტკივილად იქცა.
,,ოცნების” თავმჯდოამრე, ირაკლი კობახიძე, ამბობს,რომ ოლიგარქი საუკუნის ძარცვის მსხვერპლია.