აღიაროს ყველა დანაშაული და ამნისტიით გავათავისუფლებთ – ,,ოცნება” სააკაშვილს გარიგებას სთავაზობს

,,ქართული ოცნების” ულტიმატუმი მიხეილ სააკაშვილს. ხელისუფლება პატიმარ პრეზიდენტს გარიგებას სთავაზობს – აღიაროს ყველა დანაშაული და მას ამნისტიით გაათავისუფლებენ. თუმცა ულტიმატუმის პირობები არა მხოლოდ მის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებს ეხება. პრეზიდენტმა უნდა აღიაროს ის დანაშაულებიც, რომლებზეც პროკურატურაც კი არ საუბრობს.

ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც პრაქტიკულად გარანტია მიიღო მოქმედი პრეზიდენტისგან, რომ სააკაშვილს არ შეიწყალებს. სალომე ზურაბიშვილის აღნიშნული პოზიციით  ,,ქართული ოცნება” კმაყოფილია. სააკაშვილის ადვოკატები  კი პრეზიდენტს ტყუილში ამხელენ.

ზურაბიშვილის არგუმენტები, რის გამოც ის მესამე პრეზიდენტის შეწყალებაზე უარს ამბობს, სიცრუეა – აცხადებენ იურისტები.

ადვოკატები განმარტავენ, რომ შეწყალების აქტის გამოცემის შემთხვევაში მესამე პრეზიდენტი დაუყოვნებლივ გათავისუფლდება, რადგან მიმდინარე საქმეებზე მას  პატიმრობა შეფარდებული არა აქვს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share